Thursday, June 14, 2012

ქართველი სუროგატი დედები

    “საქართველოს სუროგაციული დედების ცენტრი” 2004 წლიდან ფუნქციონირებს. სწორედ ამ ცენტრის წყალობით გაბედნიერდნენ უშვილო წყვილები.  ქალი, რომელსაც სურს, გახდეს სუროგატი დედა, გარკვეულ პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს, მარტო მონდომება არ კმარა. ცენტრთან ხელშეკრულების დადებამდე, ყველას ვავსებინებთ სააღრიცხვო ფორმას, სადაც იწერება ჯანმრთელობის მდგომარეობა, ცხოვრების წესი... სუროგატი დედა არ უნდა ეტანებოდეს ალკოჰოლიან სასმელებს, არ უნდა ეწეოდეს სიგარეტს და არ უნდა უწევდეს მძიმე ფიზიკური შრომა; აუცილებელია, ჰყავდეს საკუთარი შვილები.

- სუროგატი დედობის მსურველი უნდა იყოს 35 წლამდე, სასურველია, ჰყავდეს მეუღლე და ცხოვრობდეს თბილისში, რათა პროცედურებზე სიარული არ გაუჭირდეს. თუ ქალი ზემოჩამოთვლილ პირობებს აკმაყოფილებს, ცენტრი მასთან დებს ხელშეკრულებას.

- საქართველოში მოქმედიჯანმრთელობის დაცვის შესახებკანონის 143- მუხლის თანახმად, სუროგატ დედას ბავშვის დატოვების უფლება არ აქვს... ეს იგივეა, სხვის შვილზე განაცხადოს პრეტენზია.

    ეკლესიის დამოკიდებულება სუროგატი დედობისადმი

მამა ბასილი: ძალიან მწვავე საკითხია. მოგეხსენებათ, რომ საზოგადოებაში სხვადასხვა საკითხებთან მიმართებაში ჩნდება კითხვები, თუ რას ფიქრობს ეკლესია... მინდა გითხრათ, რომ ეკლესიის აზრი გადმოცემულია საეკლესიო სწავლებაში, რომელსაც ეწოდება ღვთისმეტყველება. ტექნიკის განვითარების პროცესში , 20- საუკუნის 60-იანი წლებიდან სამედიცინო პრობლემები, ეკლესიის სწავლებაში შემოვიდა ასეთი დარგი ღვთისმეტყველებისა, ანუ თეელოგიისა, რომელსაც ჰქვია ქრისტიანული ბიოეთიკა. აქედან გამომდინარე, ადამიანი ჩასახვის მომენტიდან არის ადამიანი, ამიტომაც ემბრიონზე ცდებს ეკლესია კატეგორიულად ეწინააღმდეგება. თუკი არის შანსი იმისა, რომ უშვილო წყვილს ხელოვნური განაყოფიერების საშუალებით შეუძლია შვილის ყოლა, ეს კარგია და ეკლესია მიესალმება. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ზემოაღნიშნულ დედობაზე ბევრი იმიტომ თანხმდება, რომ სოციალურად გაჭირვებულია. თუკი დედა ამ ყველაფერს ფულის გამო არ აკეთებს , მისასალმებელია.
    სუროგატი დედობა კანონით იკრძალება ავსტრიაში, ნორვეგიაში, შვედეთში, საფრანგეთში, სკანდინავიის რამოდენიმე ქვეყანაში და ამერიკის ზოგიერთ შტატში. საფრანგეთში ამ კანონის დარღვევის შედეგად, პიროვნებას ეკისრება ჯარიმა 45 000 ევრო და აგრეთვე სამ წლიანი ციხე. აკრძალვის მოტივი ღარიბი ფენის დისკრიმინაციაა.
საერთაშორისო კონვეციითადამიანის უფლებებისა და ბიომედიცინის შესახებსაქართველო შეუერთდა 2001 წელს. სუროგაცია ჩვენს ქვეყანაში პირდაპირ აკრძალული არ არის, მაგრამ აღნიშნულია, რომ იკრძალება ადამიანის სხეულის ნაწილების გამოყენება ფინანსური სარგებლის მისაღებად.1997 წელს მიღებულ კანონში კი, ჯამრთელობის დაცვის შესახებ, სუროგაცია როგორც ოჯახის დაგეგმვის ერთ-ერთი ფორმა დაშვებულია, მაგრამ როგორ ამაზე არფერია ნათქვამი.


   მომავალი მშობლისგან ,,უცხოს’’ შვილად აყვანა და გაზრდა დიდი სიკეთეა, რომელსაც დაფასება სჭირდება. დღესდრეობით შეიმჩნევა ტენდენცია, რომ ნაშვილებმა არ უნდა იცოდეს ამის შესახებ. ჩემი თვალსაზრისით , ურთიერთობა, რომელიც თვალთმაქცობასა და ტყუილზეა დამყარებული ვერ იქნება მისაღები და ოჯახური იდილიის მოჩვენებით სურათს შექმნის. ბავშვმა აყვანის ფაქტი 12-13 წლის ასაკში უნდა შეიტყოს. ეს ის პერიოდია, როდესაც პიროვნებას უყალიბდება განსჯის უნარი, მაგრამ მთლად დამოუკიდებელი არ არის. დამალვის შემთხვეაში აუცილებლად გამოჩნდება ვინმე, რომელიც ამ ფაქტს გაამჟღავნებს, რაც უარეს შედეგებს გამოიწვევს.